ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

თავდამსხმელებმა ავტოგასამართ სადგურზე მყოფი ოპერატორი დაჭრეს წაღებულია 1000 ლარამდე თანხა.

დაჭრილი 30 წლამდე მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული, მას ცივი იარაღით თავის და ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

ექიმის, რამაზ თევზაძის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.