„ბაიერნში“ ტუხელის მიწვევა იგეგმება
„ბაიერნში“ ტუხელის მიწვევა იგეგმება

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, შესაძლოა, „ბაიერნის“ დამრიგებელი გახდეს წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ. ამასთან, დღეს მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს ჰანს-დიტერ ფლიკს ტუხელის შტაბში შესთავაზებენ თანაშემწის პოზიციას. ეს ინფორმაცია გაზეთმა „ბილდმა“ გაავრცელა.

ტუხელის კანდიდატურას ლობირებს „ბაიერნის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე. როგორც ირკვევა, მას უკვე ჰქონდა კავშირი სპეციალისტთან, როცა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს ნიკო კოვაჩი.

ამავდროულად, „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი მაურიციო პოჩეტინოს კანდიდატურისკენ იხრება. არგენტინელი სპეციალისტის საწინააღმდეგოდ ის ლაპარაკობს, რომ მან არ იცის გერმანული ენა. გარდა ამისა, პოჩეტინო კლუბში სამუშაოდ საკუთარ შტაბს იწვევს და ამის გამო, ფლიკს „ბაიერნიდან“ წასვლა მოუწევს, რაც არ სურთ მიუნხენელთა ხელმძღვანელობას.