მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა განაცხადა, რომ კლუბი მზად არის, გაყიდოს ნახევარმცველი იოზუა კიმიხი.
„ჩვენ ღია ვართ ყველანაირი შეთავაზებებისთვის. იოზუას კონტრაქტით ერთი წელი რჩება. ჩვენ მოვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ ამ საკითხს შვებულების დასრულების შემდეგ განვიხილავთ“, – განაცხადა გაზეთ Bild-თან კომენტარში ებერლმა.
კიმიხის მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გერმანელ ფეხბურთელს რამდენიმე ევროპული გრანდი ეპატიჟება, მათ შორის „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.