„ბაიერნში“ დაადასტურეს მთავარ მწვრთნელად ვენსან კომპანის დანიშვნა #1TVSPORT
„ბაიერნის“ მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ კომენტარი გაუკეთა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბელგიელი სპეციალისტი ვენსან კომპანი მიუნხენური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
„ჩვენმა დირექტორმა გადაწყვიტა, ვენსან კომპანი აირჩიოს ახალ მთავარ მწვრთნელად. მზად ვართ, დავასრულოთ ბოლო დეტალები და ამის შემდეგ გამოცხადდება ოფიციალურად დანიშვნის შესახებ“, – მოჰყავს რუმენიგეს სიტყვები ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ „ბაიერნმა“ სრულ შეთანხმებას მიაღწია კომპანის გუნდთან, „ბარნლისთან“ კომპენსაციის თანხაზე კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის სანაცვლოდ. ეს თანხა 10-12 მილიონ ევროს შეადგენს.
ბელგიელი სპეციალისტი „ბაიერნთან“ 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს.