„ლაიპციგის“ მცველი დაიო უპამეკანო „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის ჩემპიონის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
22 წლის ფრანგის გადაბირება ასევე სურთ – „ჩელსისა“ და „ბარსელონას“. ამასთან, ლონდონელები ამ ბრძოლაში ფავორიტებად მიიჩნევიან. ინგლისელები ეძებენ მცველს შორეული პერსპექტისთვის, რადგან ტიაგო სილვას სექტემბერში 37 წელი უსრულდება.
დაიო უპამეკანოს კონტრაქტი „ლაიპციგთან“ 2023 წლის ზაფხულში იწურება.