„ბაიერნმა“ თომას ტუხელს წინადადებით მიმართა
„ბაიერნმა“ თომას ტუხელს წინადადებით მიმართა

„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს ახალ მთავარ მწვრთნელს, რომელმაც ორი დღის წინ პოსტიდან დათხოვილი ნიკო კოვაჩი უნდა შეცვალოს.

როგორც Sky Sport Germany წერს, მიუნხენური კლუბის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელთან თომას ტუხელთან მომავალში თანამშრომლობის თაობაზე. სპეციალისტის პასუხი შემდეგი იყო: 2019-20 წლების სეზონის დასრულებამდე „პსჟ“- დან წასვლაზე ლაპარაკი ზედმეტია, შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ შედეგს აჩვენებს პარიზული კლუბი ამ სეზონში.

უფრო ადრე, გაზეთმა „გარდიანმა“ კანდიდატთა ოთხკაციანი სია დაასახელა: „აიაქსის“ დამრიგებელი ერიკ თენ ჰაგი, რალფ რანგნიკი, მასიმილიანო ალეგრი და არსენ ვენგერი.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს ორ მატჩში „ოლიმპიაკოსისა“ და „დორტმუნდის“ წინააღმდეგ, „ბაიერნს“ კოვაჩის თანაშემწე ჰანს-დიტერ ფლიკი უხელმძღვანელებს.