„ბაიერნმა“ ნოიერის შემცვლელი მოძებნა
„ბაიერნმა“ ნოიერის შემცვლელი მოძებნა

მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესს გამოთქვამს „შალკეს“ მეკარის ალექსანდრ ნიუბელის მიმართ, – წერს გაზეთი „კიკერი“.

როგორც ირკვევა, მიუნხენური კლუბი ნიუბელის შეძენას 2020 წლის ზაფხულში განიხილავს, როცა ფეხბურთელს „შალკესთან“ კონტრაქტი ამოეწურება. ასე რომ, „ბაიერნს“ მეკარე უფასოდ ერგება. მიუნხენელები ნიუბელის კანდიდატურას ამჟამინდელი პირველი ნომრის მანუელ ნოიერის შემცვლელად განიხილავენ.

23 წლის ნიუბელი „პადერბორნის“ აღზრდილია. „შალკეში“ ის 2015 წლის ზაფხულში გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 600 ათასი ევრო შეადგინა. ამ სეზონში ნიუბელმა ბუნდესლიგის რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლი გაუშვა. მეკარის ანგარიშზეა 17 მატჩი გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში.