„ბაიერნის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა „კრისტალ პალასის“ ნახევარმცველის, მაიკლ ოლისეს ტრანსფერის შესახებ.
მხარეებმა გააფორმეს კონტრაქტი, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
„ბაიერნთან“ მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიური იყო და მოხარული ვარ, რომ ახლა ასეთ დიდ კლუბში ვითამაშებ. ეს უდიდესი გამოწვევაა და სწორედ ის არის, რასაც ვეძებდი.
მინდა, თავი გამოვიჩინო ასეთ მაღალ დონეზე და ჩემი როლი ვითამაშო იმაში, რომ ბევრი ტიტული მოვიგოთ უახლოეს წლებში“, – განაცხადა ოლისემ.
ადრე პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ „ბაიერნი“ ინგლისურ კლუბს 53 მილიონ ევროს გადაუხდიდა ფრანგ ფეხბურთელში.
გასულ სეზონში ოლისემ 19 მატჩი ჩაატარა ინგლისის პრემიერლიგაში, 10 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.