„ბაიერნის“ 28 წლის ფორვარდმა, კინგლსი კომანმა, შესაძლოა, ზაფხულში გერმანული კლუბი დატოვოს, – წერს ფრანგული გაზეთი L’Equipe.
წყაროს ცნობით, „ბაიერნმა“ ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა. მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას მობეზრდა კომანის გაუთავებელი ტრავმები. ირკვევა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი არ აპირებს ახალ სეზონში ფრანგზე აქცენტის გაკეთებას, მით უმეტეს, „ბაიერნში“ „კრისტალ პალასიდან“ მაიკლ ოლისეს გადასვლის შემდეგ.
გასულ სეზონში კინგსლი კომანმა ყველა ტურნირზე 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ევრო 2024-ზე საფრანგეთის ნაკრების ნახევარფინალში მარცხის შემდეგ დაიწერა, რომ კომანი ეროვნული გუნდის დატოვებას ფიქრობს მცირე სათამაშო დროის გამო. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მან, ჯამში, მხოლოდ 15 წუთი ითამაშა.