ინგლისის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი ოფიციალურად გახდა მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი. გერმანიის ჩემპიონმა სპეციალური ვიდეოს მეშვეობით დაადასტურა ინგლისელი თავდამსხმელის ტრანსფერი.
კეინმა „ბაიერნთან“ 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ფორვარდი ახალ კლუბში მეცხრე ნომრით ითამაშებს.
30 წლის კეინმა „ტოტენჰემში“ 435 მატჩი ჩაატარა და 280 გოლი გაიტანა.