„ბაიერნმა“ ჰამასის ტყვეობაში მყოფი ადამიანების ნათესავებს „ჰაიდენჰაიმთან“ მატჩზე უმასპინძლა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „ბაიერნის“ ხელმძღვანელების ინიციატივით, ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელის მოქალაქეების ნათესავები „ჰაიდენჰაიმთან“ მატჩზე მიიწვიეს.
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა და გენერალურმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრეზენმა კლუბის სახელით ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებს თანადგომა და სოლიდარობა გამოუცხადეს.
„„ბაიერნში“ ვიმედოვნებთ, რომ ტყვედ მყოფი ყველა ადამიანი ოჯახებს ჯანმრთელი დაუბრუნდება“, – ნათქვამია მიუნხენური კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„ბაიერნისა“ და „ჰაიდენჰაიმის“ შეხვედრა მიუნხენელების გამარჯვებით დასრულდა – 4:2.