„ბაიერნმა“ „ფლამენგო“ დაამარცხა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება #1TVSPORT
„ბაიერნმა“ „ფლამენგო“ დაამარცხა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება #1TVSPORT

2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში მიუნხენის „ბაიერნმა“ ბრაზილიური „ფლამენგო“ 4:2 დაამარცხა.

მაიამიში გამართული მატჩი გერმანული გუნდისთვის შესანიშნავად დაიწყო და მე-9 წუთისთვის 2:0 დაწინაურდა. პულგარის ავტოგოლს ჰარი კეინის გატანილი გოლი მოჰყვა. 33-ე წუთზე ჟერსონმა სხვაობა შეამცირა, თუმცა 41-ე წუთზე ლეონ გორეცკამ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე ჟორჟინიომ პენალტი გამოიყენა და ანგარიში 2:3 გახდა, ხოლო შეხვედრაში საბოლოო წერტილი 73-ე წუთზე ჰარი კეინმა დასვა.

შედეგად, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ბაიერნის“ მეტოქე „პარი სენ-ჟერმენი“ იქნება. მატჩი 5 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.