გრძელდება მიუნხენის „ბაიერნის“ პრობლემები დაცვის ხაზში. გერმანიის ჩემპიონს გარკვეული ვადით გამოაკლდა ფრანგი ლუკას ერნანდესი, – წერია მიუნხენელთა ოფიციალურ ვებგვერდში.
„ოლიმპიაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში მსოფლიოს ჩემპიონმა ტრავმა მიიღო – სამედიცინო შემოწმებამ გამოავლინა აქილევსის მყესის ნაწილობრივი გაწყვეტა.
ფეხბურთელის აღდგენას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამ სეზონში ერნანდესმა „ბაიერნში“ ცხრა მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო, სეზონის ბოლომდე გამოაკლდა „ბაიერნს“ ცენტრალური მცველი ნიკლას ზიულე.