მიუნხენის „ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე ამხანაგურ მატჩში „მარსელი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი ფორვარდმა სერჟ გნაბრიმ გაიტანა.
„ბაიერნი“ 2019-20 წლების სეზონში ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა. აგვისტოში მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალი უნდა ითამაშონ „ჩელსის“ წინააღმდეგ. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ლონდონში „ბაიერნმა“ 3:0 მოიგო.
„მარსელმა“ ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, საფრანგეთის ჩემპიონატი აღარ განახლებულა.