„ბაიერნმა“ ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა
„ბაიერნმა“ ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა

„ბაიერნმა“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია გამართა. 2020-21 წლების სეზონისთვის მიუნხენელთა ფორმა ტრადიციულ წითელ ფერში იქნება შესრულებული და მისი მწარმოებელი ცნობილი გერმანული ფირმა „ადიდასია“.

30 მატჩში 70 ქულით „ბაიერნი“ ამჟამად „ბუნდესლიგის“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ დორტმუნდის  „ბორუსიას“ შვიდი ქულით ისწრებს.