„ბაიერნმა“ ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა
„ბაიერნმა“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია გამართა. 2020-21 წლების სეზონისთვის მიუნხენელთა ფორმა ტრადიციულ წითელ ფერში იქნება შესრულებული და მისი მწარმოებელი ცნობილი გერმანული ფირმა „ადიდასია“.
Der #FCBayern ist meine Familie. 🙌
Werde auch Du Teil der FC Bayern Familie und hol dir das neue Heimtrikot 20/21 von @adidasfootball➡ https://t.co/nk1doxQMCv#MiaSanMia #packmas pic.twitter.com/F4CCiP8m4I
— FC Bayern München (@FCBayern) June 10, 2020
30 მატჩში 70 ქულით „ბაიერნი“ ამჟამად „ბუნდესლიგის“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ დორტმუნდის „ბორუსიას“ შვიდი ქულით ისწრებს.