მიუნხენურმა გრანდმა ახალი სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას გერმანული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
2022/23 წლების სეზონისთვის „ბაიერნის“ მაისური კლუბის ტრადიციული ფერებით არის გაფორმებული.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე სეზონში ვადაზე ადრე მოიპოვა. მიუნხენელებმა ბუნდესლიგის ჩემპიონობა ზედიზედ მეათედ იზეიმეს.