„ბაიერნმა“ ახალი საშინაო ფორმა წარადგინა #1TVSPORT

14:59, 05.05.2022

მიუნხენურმა გრანდმა ახალი სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას გერმანული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

2022/23 წლების სეზონისთვის „ბაიერნის“ მაისური კლუბის ტრადიციული ფერებით არის გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე სეზონში ვადაზე ადრე მოიპოვა. მიუნხენელებმა ბუნდესლიგის ჩემპიონობა ზედიზედ მეათედ იზეიმეს.

მსგავსი