„ბაიერნის“ ზედიზედ მე-11 ჩემპიონობის ფაქტები #1TVSPORT
„ბაიერნის“ ზედიზედ მე-11 ჩემპიონობის ფაქტები #1TVSPORT

„ბაიერნი“ ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა – ზედიზედ მეთერთმეტედ! ბოლო ტურის წინ ლიდერმა „დორტმუნდმა“ შინ ფრედ ითამაშა „მაინცთან“ (2:2), „ბაიერნმა“ კი ჯამალ მუსიალას მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით სტუმრად 2:1 მოუგო „კიოლნს“.

ფაქტები

* „ბაიერნმა“ 32-ედ მოიგო ჩემპიონის ტიტული.

* თომას მიულერი გერმანიის 12-გზის ჩემპიონია, რაც მიუნხენურ კლუბში რეკორდია.

* „ბაიერნმა“ მესამედ შეძლო ჩემპიონობა, როცა ბოლო ტურის წინ მდევრის როლში იყო.

* „ბაიერნის“ ფრანგი გარემარბი კინგსლი კომანი ზედიზედ მეთერთმეტედ გახდა ჩემპიონი. ის კარიერის განმავლობაში არასოდეს ყოფილა პირველ ადგილზე ქვემოთ: ორჯერ მოიგო ტიტული „პარი სენ-ჟერმენში“ (2013, 2014), ორჯერ – „იუვენტუსში“ (2015, 2016) და შვიდჯერ – „ბაიერნში“ (2017, 2018, 2019, 2020, 2021, 2022 და 2023).

* თომას ტუხელმა კარიერაში პირველად მოიგო ბუნდესლიგა. სულ გერმანელს 11 ტიტული დაუგროვდა.

* ტუხელი მხოლოდ მეორე მწვრთნელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც სეზონის მეორე ნახევარში ჩაიბარა გუნდი და ჩემპიონი გახდა. პირველად ეს ფრანც ბეკენბაუერმა (შეცვალა ერიხ რიბეკი) შეძლო 1993-94 წლების სეზონში.

* ბოლო 22 სეზონი ბუნდესლიგის ჩემპიონი ხდებოდა გუნდი, რომელიც ბოლო ტურის წინ ლიდერი იყო. ბოლო გუნდი, რომელმაც დასკვნითი ტურის წინ ლიდერის რანგში ტიტული ვერ მოიპოვა, 1999-2000 წლების „ლევერკუზენი“ იყო. მაშინაც ჩემპიონი „ბაიერნი“ გახდა.

* „ბაიერნის“ 11-წლიანი დომინირების პერიოდში „დორტმუნდი“ 7-ჯერ გავიდა მეორე ადგილზე.