მიუნხენის „ბაიერნის“ რამდენიმე ლიდერი – თომას მიულერი, მატს ჰუმელსი, არიენ რობენი და ფრანკ რიბერი, უკმაყოფილონი არიან გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის მუშაობით, – ამტკიცებს გაზეთი Kicker.
როგორც იტყობინებიან, ფეხბურთელებმა შექმნეს ჯგუფი და 47 წლის სპეციალისტს სერიოზულად არ აღიქვამენ. მათთვის ის მხოლოდ „კარგი ნაცნობია“.
უფრო ადრე, თომას მიულერის მეუღლემ „ტვიტერში“ ნიკო კოვაჩზე დაწერა – „70 წუთი დასჭირდა, რომ გონება განათებოდა“. ასეთი იყო მისი კომენტარი „ფრაიბურგთან“ მატჩისას ქმრის სათადარიგოთა სკამიდან მინდორზე შესვლაზე.