„ბაიერნის“ ვარჯიშზე ბოატენგმა თანაგუნდელს სახეში გაარტყა
„ბაიერნის“ ვარჯიშზე ბოატენგმა თანაგუნდელს სახეში გაარტყა

„ბაიერნის“ ვარჯიშზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა მიუნხენის. მცველმა ჯერომ ბოატენგმა სახეში ხელი გაარტყა ლეონ გორეტცკას.

გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, ინციდენტი ორმხრივი თამაშისას მოხდა – გორეტცკამ თანაგუნდელს ფეხი ჩაარტყა, არადა, ბურთი ახლოსაც არ ყოფილა. ბოატენგი გაცხარდა და ნახევარმცველს სახეში გაარტყა. ჩხუბში რობერტ ლევანდოვსკი ჩაერია და თანაგუნდელები გააშველა.

ფეხბურთელებმა სწრაფად მოაგვარეს კონფლიქტი. ბოატენგმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა გორეტცკასთან ერთობლივი ფოტო და მას მიაწერა: „სასწრაფო ამბავი! ჩვენს შორის ყველაფერი შესანიშნავადაა, შეგიძლიათ მოდუნდეთ!”