„ბაიერნის“ სპორტული დირექტორის თქმით, ჰარი კეინთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება დადებითად მიმდინარეობს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი კრისტოფ ფროინდი ჰარი კეინის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კლუბს ინგლისელი თავდამსხმელის შენარჩუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
„მოლაპარაკების პროცესი დადებითად მიმდინარეობს და საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ყველასთვის ცნობილია, რომ ჰარისთან თანამშრომლობის გაგრძელება გვსურს, ის კი მიუნხენში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. თუმცა სანამ ახალ ხელშეკრულებას ოფიციალურად არ მოეწერება ხელი, მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ვარიანტი ყოველთვის არსებობს“, – აღნიშნა ფროინდმა.
ინგლისელ თავდამსხმელს მიუნხენურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.