„ბაიერნის“ პრეზიდენტი - იმედგაცრუებულები ვართ, რადგან „ვილიარეალი“ ჩვენი დონის გუნდი არ არის #1TVSPORT
მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალზე ისაუბრა, რომელშიც „ბაიერნმა“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში (1:2) წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან დიდი პატივისცემის მიუხედავად, „ვილიარეალი“ ჩვენი დონის გუნდი არ არის, – მოჰყავს „ბაიერნის“ პრეზიდენტის სიტყვები Bild-ს. – თუმცა „ბაიერნი“ უიღბლობის შემდეგ, ყოველთვის უფრო ძლიერდება, ზუსტად ასე ხდება.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელები არ დაუშვებენ, რომ ყველაფერი ამ ნოტაზე დასრულდეს. ეს მარცხი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებისთვის მომზადებაში დაგვეხმარება“.