მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივრებს არ სურთ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ამ სეზონის შემდეგ კლუბი დატოვოს.
ვებგვერდ change.org-ზე „ბაიერნის“ ფანებმა შექმნეს პეტიცია ტუხელის მიმართ თხოვნით, რომ არ დატოვოს კლუბი.
პეტიციაში წერია იმის შესახებ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ტუხელმა დაამტკიცა, რომ ტოპმწვრთნელია და ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მომავალში შედეგი მოიტანოს.
ასევე, „ბაიერნის“ გულშემატკივრები არ არიან აღფრთოვანებულნი იმ ახალი ამბით, რომ კლუბი, პრაქტიკულად, მოელაპარაკა ტუხელის შემცვლელს, რალფ რანგნიკს. ფანებს არ მიაჩნიათ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლაიპციგის“ ყოფილი მწვრთნელი შესაფერის კანდიდატად მიუნხენური კლუბისთვის.
როგორც Sky Sports-ი აღნიშნავს, ტუხელსა და „ბაიერნს“ შორის მხოლოდ ზეპირი შეთანხმებაა თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ის გუნდში დარჩება, ძალიან დაბალია.