„ბაიერნი“ ზედიზედ მეცხრედ გახდა გერმანიის ჩემპიონი და გაიმეორა „იუვენტუსის“ რეკორდი #1TVSPORT
„ბაიერნი“ ზედიზედ მეცხრედ გახდა გერმანიის ჩემპიონი და გაიმეორა „იუვენტუსის“ რეკორდი #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა გერმანიის ჩემპიონის ტიტული. ეს არის ამ გუნდისთვის ზედიზედ მეცხრე და ჯამში 30-ე ჩემპიონობა.

„ბაიერნმა“ ტიტული მას შემდეგ გაინაღდა, რაც 32-ე ტურში „დორტმუნდმა“ შინ 3:2 დაამარცხა მეორეადგილოსანი „ლაიპციგი“, რომლის ჩამორჩენა მიუნხენურ გუნდთან შვიდ ქულას შეადგენს. დარჩენილ ორ ტურში „ლაიპციგს“ მაქსიმუმ ექვსი ქულის დაგროვება შეუძლია, შესაბამისად, ვერ დაეწევა „ბაიერნს“.

აღვნიშნავთ, რომ „ბაიერნმა“ გაიმეორა „იუვენტუსის“ რეკორდი – ზედიზედ ცხრა ჩემპიონობა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში. საფრანგეთში „ლიონი“ იყო ზედიზედ შვიდჯერ ჩემპიონი. ესპანეთში ამ მაჩვენებლით რეკორდი ეკუთვნის „რეალს“ – ზედიზედ ხუთი ჩემპიონობა. პრემიერლიგაში ზედიზედ სამ-სამჯერ იყვნენ ჩემპიონები – „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „არსენალი“ და „ჰადერსფილდი“.