„ბაიერნი“ სკანდალში გაეხვა - გერმანიის ჩემპიონს სასამართლოში უჩივლეს #1TVSPORT
გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ სკანდალში გაეხვა. მიუნხენელებს ბრალად ედებათ მინიმალური შემოსავლის შესახებ კანონის დარღვევა. „ბაიერნის“ წინააღმდეგ ბრალდება წამოაყენა კლუბის ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელების იურისტმა ანდრეას ვალდშმიდტმა, რომელმაც სუპერკლუბს სასამართლოში უჩივლა.
„მიუნხენელები არღვევდნენ არა მხოლოდ კანონს მინიმალურ შემოსავალზე, არამედ თავს არიდებდნენ გადასახადებს, აყალბებდნენ დოკუმენტებს და თაღლითობდნენ სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. „ბაიერნში“ სარგებლობდნენ იმით, რომ ყოველ დამწყებ სპეციალისტს სურს ჰქონდეს თავის პორტფოლიოში ჩანაწერი ასეთ დიად კლუბში მუშაობაზე. მათ აიძულებდნენ 450 ევროდ ემუშავათ 47 საათის სანაცვლოდ, რაც კანონით დაწესებულ ნორმაზე მეტია. ხანდახან ეს იყო 100 და თუნდაც 120 საათი.
თუ მწვრთნელები აღშფოთებას გამოთქვამდნენ, მათ ეუბნებოდნენ: „საწვრთნელი ბაზის მიღმა თქვენი კონკურენტების მთელი ბრბო დგას, რომლებიც მზად არიან დაუსვენებლად იმუშაონ უფრო ნაკლებ საფასურად“. მრავალი წლის განმავლობაში, „ბაიერნი“ ხელოვნურად წევდა დაბლა სპეციალისტთა სამუშაო საათებს“, – ამბობს ვალდშმიდტი.
იურისტი ამტკიცებს, რომ სიტუაციის შესახებ იცოდნენ კლუბის პირველმა პირებმა – ოლივერ კანმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა და კარლ-ჰაინც რუმენიგემ. კანმა დაადასტურა მზადყოფნა ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.
2014 წელს, გადასახადებთან დაკავშირებით მანიპულაციების გამო დაზარალდა „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო გადასახადების დამალვაში და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.