„ბარსელონას“ მცველი სერხი რობერტო „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. გერმანული პრესის ცნობით, მიუნხენურ კლუბს სურს 29 წლის ესპანელის იჯარით აყვანა შემდგომ გამოსყიდვის უფლებით.
კლუბებს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სერხი რობერტოს კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. კატალონელებს არ სურთ ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა და აპირებენ მის გაშვებას იქამდე, სანამ თავისუფალი აგენტი გახდება.
გასულ სეზონში სერხი რობერტომ ყველა ტურნირზე 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.