„ბაიერნი“ პავარის შეძენასთან ახლოსაა
„ბაიერნი“ პავარის შეძენასთან ახლოსაა

„შტუტგარტის“ მცველმა ბენჟამინ პავარმა კონტრაქტი შეათანხმა მიუნხენის “ბაიერნთან”, – ამტკიცებს SWR Sport.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ 22 წლის ფრანგი გერმანიის ჩემპიონს 2019 წელს შეუერთდებოდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, „ბაიერნმა“ გადაწყვიტა პავარი უკვე ამ ზაფხულს შეიძინოს.

ბენჟამინ პავარი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ძირითადი მცველი იყო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან ტურნირზე ერთი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, პავარმა “შტუტგარტის” რიგებში 36 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.