„ბაიერნი“ მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგის პირველი მონაწილე გახდა #1TVSPORT
„ბაიერნი“ მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგის პირველი მონაწილე გახდა #1TVSPORT

ოდნავ დაიძაბა სიტუაცია ბუნდესლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში. 28-ე ტურში „ბაიერნმა“ სენსაციურად ვერ შეძლო შინ „უნიონის“ დამარცხება – 1:1. მიუნხენელები ჯამალ მუსიალას გოლით 68-ე წუთიდან იგებდნენ, მაგრამ „უნიონმა“ 86-ე წუთზე მარკუს ინგვარტსენის გოლით გაათანაბრა.

ამ ფრის მიუხედავად, „ბაიერნი“ ამ სეზონში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც გაინაღდა თამაში 2021-22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. გერმანული გრანდი ამ ტურნირზე 25-ედ ითამაშებს. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა „ბარსელონასა“ და „რეალს“, რომლებსაც ჯერ არ გაუნაღდებიათ მომავალ სეზონში თამაში.

პარალელურად, „ბაიერნის“კონკურენტმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „ლაიპციგმა“ სტუმრად 4:1 გაანადგურა „ვერდერი“ და ხუთ ქულამდე დაიყვანა ჩამორჩენა ლიდერთან.

დატოვე კომენტარი