მიუნხენის „ბაიერნი“ მზად არის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას იბრძოლოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის, მარკუს რეშფორდის ხელში ჩასაგდებად.
ადრე ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ რეშფორდის მიმართ ინტერესს იჩენენ ფრანგული გრანდები – „პარი სენ-ჟერმენი“ და „მარსელი“. პარიზელები ინგლისელი ფეხბურთელის შეძენას ჯერ კიდევ ზაფხულში გეგმავდნენ, მაგრამ შემდეგ გადადეს ეს საკითხი.
ახლა პსჟ-ს შეიძლება „ბაიერნი“ გადაეღობოს, რომელიც ასევე სერიოზულად არის დაინტერესებული რეშფორდის შეძენით, – წერს ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-ი. ამ გრანდების გარდა, ფეხბურთელისთვის ბრძოლას აპირებს „მარსელი“, რომელმაც ზაფხულში გაიფორმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი.