ბაიერნი-ლივერპული 1:3 - ფაქტები და სტატისტიკა
ბაიერნი-ლივერპული 1:3 - ფაქტები და სტატისტიკა
  • პირველად 2008-09 წლების სეზონის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ოთხი ინგლისური კლუბი გავიდა.
  •  პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში, არც ერთი გერმანული კლუბი არ არის წარმოდგენილი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
  • ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, მერვედფინალურ ეტაპზე სამი გერმანული გუნდი სამმა ინგლისურმა გუნდმა გამოაგდო.
  • მანუელ ნოიერი მეოთხე გერმანელი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი ჩაატარა. მანამდე ეს შეძლეს ფილიპ ლამმა (112), თომას მიულერმა (105) და ოლივერ კანმა (103).
  • ჯოელ მატიპი მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელია “ლივერპულის” ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ავტოგოლი გაიტანა.


ბაიერნი-ლივერპული 1:3 (0:0)

გოლები: 0:1 მანე (26), 1:1 მატიპი (39-საკ. კარში), 1:2 ვან დაიკი (69), 1:3 მანე (84)
ბაიერნი: ნოიერი – რაფინია, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა – მარტინესი (72. გორეტცკა), ალკანტარა – როდრიგესი (79. სანჩესი) – გნაბრი, რიბერი (61. კომანი), ლევანდოვსკი.
ლივერპული: ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი – მილნერი (87. ლალანა), ჰენდერსონი (13. ფაბინიო), ვაინალდუმი – სალაჰი, მანე, ფირმინო (83. ორიგი).