"ბაიერნი" ლევანდოვსკის არ გაყიდის
"ბაიერნი" ლევანდოვსკის არ გაყიდის

გერმანიის ჩემპიონ “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი არ იყიდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად იყო, 29 წლის პოლონელში 200 მილიონი ევრო გადაეხადა და “ბაიერნიც” არ წავიდოდა ამგვარი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამას ჰიონესის განცხადება მოჰყვა:

“შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ლევანდოვსკი ჩვენთან რჩება და ის მომავალ სეზონსაც “ბაიერნში” გაატარებს”.