მიუნხენის „ბაიერნი“ მოელაპარაკა „ალ-ჰილალს“ ფრანგი გარემარბის, კინგსლი კომანის გაყიდვაზე, – წერს გაზეთი L’Equipe.
თავად კომანს ჯერ არ შეუთანხმებია საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტის პირობები.
აღნიშნავენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე წინადადებებს პრემიერლიგის კლუბებიდან ელოდება. ინგლისში თამაში კომანის ოცნებაა.
„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ახალ სეზონში არ აპირებს გარემარბზე აქცენტის გაკეთებას.