მიუნხენის „ბაიერნმა“ განაახლა ინტერესი ფრენკი დე იონგის მიმართ. გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, გერმანული კლუბი ზაფხულში აპირებს ნიდერლანდელი ნახევარმცველის გადაბირებას.
დე იონგი კომფორტულად გრძნობს თავს „ბარსელონაში“, მაგრამ კატალონური კლუბი მზად არის, მოისმინოს წინადადებები სხვადასხვა კლუბისგან. „ბარსას“ მიაჩნია, რომ თავისი ნახევარმცველის სანაცვლოდ 60-70 მილიონი ევროს მიღება შეუძლია და ეს შეამსუბუქებს კლუბის ფინანსურ მდგომარეობას.
გარდა ამისა, დე იონგი „ბარსელონას“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მისი ტრანსფერი დაეხმარება „ბარსელონას“ სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვაში.