„ბაიერნი“ „დორტმუნდის“ ინგლისელი ვუნდერკინდით დაინტერესდა #1TVSPORT
„ბაიერნი“ „დორტმუნდის“ ინგლისელი ვუნდერკინდით დაინტერესდა #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯეიმი გიტენსმა „ბაიერნის“ ყურადღება მიიპყრო.

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი და სპორტული დირექტორი მაქს ებერლი აღფრთოვანებულნი არიან გარემარბის თამაშით. „ბაიერნმა“ უკვე შეაგროვა ძირითადი ინფორმაცია 20 წლის ფეხბურთელზე და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. ამის შესახებ თავად ინგლისელმაც იცის.

„ბაიერნი“ არ აპირებს გიტენსის ზამთარში შეძენას, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. აღნიშნავენ, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, აცნობებს თუ არა გარემარბი „დორტმუნდს“ წასვლის სურვილზე, ასევე იმაზე, შეეცდებიან თუ არა ზაფხულში ინგლისური კლუბები მის შეძენას.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში გიტენსმა 15 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.