„ბაიერნი“ და „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ #1TVSPORT
„ბაიერნი“ და „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ #1TVSPORT

გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები.

მიუნხენის „ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „პარი სენ-ჟერმენი“ (მიუნხენელებს პარიზშიც მოგებული ჰქონდათ 1:0). მასპინძლებმა გოლების გატანა მეორე ტაიმში მოახერხეს  (შუპო მოტინგი, გნაბრი) და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

მეორე შეხვედრაში ლონდონის „ტოტენჰემმა“ „მილანს“ უმასპინძლა (პირველი მატჩი „მილანმა“ იტალიაში 1:0 მოიგო). შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, შედეგად, მეოთხედფინალში „მილანი“ ითამაშებს.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგაში ოთხი მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია – „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ჩელსი“ (ინგლისი), „ბაიერნი“ (გერმანია), „მილანი“ (იტალია).