„ბაიერნი“ ჩემპიონთა თასის ექვსგზის მფლობელია (ვიდეო)
პსჟ – ბაიერნი 0:1
გოლი: კომანი (59)

პსჟ: ნავასი, კერერი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ბერნატი (კურზავა 80), კიმპემბე, დი მარია (ჩუპო-მოტინგი 80), ერერა (დრაქსლერი 73), პარედესი (ვერატი 65), ნეიმარი, მბაპე

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 25), ალაბა, დევისი, ალკანტარა (ტოლისო 90), გორეცკა, გნაბრი (კოუტინიო 68), კომანი (პერიშიჩი 68), მიულერი, ლევანდოვსკი

2020 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნია“. ბავარიულმა კლუბმა ეფექტურად დაწყებული სეზონი ასევე ლამაზად დაამთავრა, ლიგის ფინალში ფრანგული პსჟ 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო.

ლისაბონში გამართული ფინალის პირველი ტაიმი სანახაობრივი, თანაბარი და საგოლე მომენტებით დატვირთული გამოდგა, თუმცა გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში კი, ბავარიელებმა თამაში მაქსიმალურად ჩაკეტეს, თავისი შანსი ერთხელ გამოიყენეს დ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს – 1:0.

გოლი ფრანგმა კინგსლი კომანმა გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ბავარიელთა მეკარე მანუელ ნოიერი გახდა, რომელმაც არაერთი ბურთი მოიგერია.

დატოვე კომენტარი