გერმანიის ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნმა” 2020-21 წლების სეზონისთვის ფორმის ახალი კომპლექტი წარადგინა.
მაისურებზე სხვადასხვა ტონალობის წითელი ფერის რომბებია დატანილი. მიუნხენელები ამ ფორმით წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს, რომელიც „რვათა ფინალის” ფორმატში ლისაბონში გაიმართება.
„ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონას” 14 აგვისტოს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.