„ბაიერნი“ ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოელაპარაკა ამსტერდამის „აიაქსს“. საუბარია ნახევარმცველ რაიან გრავენბერხზე და მცველ ნუსაირ მაზრაუიზე, – წერს Sport1.
გრავენბერხმა ამ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა „აიაქსის“ შემადგენლობაში, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 19 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.
მაზრაუის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი, ხუთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. 24 წლის მაროკოელს ამ ზაფხულს ეწურება კონტრაქტი „აიაქსთან“. ის 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული.