ბაიდენის ადმინისტრაცია კერძო სექტორთან და კონგრესთან მუშაობს, რათა კუბის მოსახლეობისთვის ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი გახადოს
ბაიდენის ადმინისტრაცია კერძო სექტორთან და კონგრესთან მუშაობს, რათა კუბის მოსახლეობისთვის ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი გახადოს

აშშ მუშაობს კერძო სექტორთან და კონგრესთან, რათა მოინახოს გზები, რომ კუბის მოსახლეობისთვის ინტერნეტი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოუწოდა კუბის ხელისუფლებას, აღადგინოს ქვეყანაში ინტერნეტსა და ტელეკომუნიკაციებზე წვდომა.

„ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ კერძო სექტორის პარტნიორებთან ისეთი გზების მოსანახად, რომლებიც შესაძლოა, კრეატიული იყოს, რათა ინტერნეტში ინფორმაციის თავისუფალ ნაკადზე კუბის მოსახლეობის წვდომა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

გასულ კვირას კუბაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები გაიმართა.