ბაიბა ბრაჟე – საქართველოში ვითარება არ შეცვლილა, ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯები არ გადაუდგამს

11:04, 12.10.2026

საქართველოში ვითარება არ შეცვლილა, ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ვერ ისაუბრებს, როგორ წარიმართება განხილვა.

„ვითარება ადგილზე არ შეცვლილა. ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. საელჩო გვაქვს, ახალი ელჩი რიგაში აკრედიტებულია, ანუ დიალოგი არსებობს. საქართველო საერთაშორისო საქმეებიდან რაღაც ფორმით გარიცხული არ არის, მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირისკენ მიმართულ ნაბიჯებს, რომლებიც ქართველ ხალხს სურს – მათ მთავრობისგან განსხვავებული სურვილი აქვთ“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

მსგავსი