ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

12:28, 24.05.2018

ბაღდადში, შიიტურ დასახლებაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

დაშავებულია 15-მდე ადამიანი.

ეროვნული უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აამოქმედა, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა ის ალყაში მოაქციეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

მსგავსი