ბაღდადში საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ის საელჩოში შეჭრას შეეცადნენ
ბაღდადში საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ის საელჩოში შეჭრას შეეცადნენ

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ის საელჩოში შეჭრას შეეცადნენ.

აქციის მონაწილეები აშშ-ის მიერ ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებულ იერიშს აპროტესტებენ, რომლის შედეგად ირანის მხარდაჭერით მოქმედი 25 მებრძოლი გარდაიცვალა.

„ევრონიუსის“ ცნობით, დემონსტრანტები ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებენ და აშშ-ის დიპლომატიური მისიის შენობაში შეჭრას ცდილობენ. აქტივისტებმა შენობას ბოთლები ესროლეს და სათვალთვალო კამერები დააზიანეს.

ჟურნალისტების ცნობით, საელჩოსთან შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილს ხელში მოძრაობა „ჰეზბოლას“ დროშები უჭირავთ.