ბაღდადში პოლიციასთან შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება ღამით ერაყის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ენერგოკრიზისს აპროტესტებდნენ, რის გამოც მოსახლოებას დენი გრაფიკით მიეწოდება. მათი თქმით, ხელისუფლებამ მოქალაქეები ცხელ ამინდში ელექტროენეგიის გარეშე დატოვა.
უსაფრთხოების ძალებმა მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა სცადეს და აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. საპასუხოდ დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და სხვა საგნები დაუშინეს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ამტკიცებს, რომ უსაფრთხების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო მიმართვაში ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ სამართალდამცველებს სროლის უფლება არ აქვთ, ხოლო მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური პროტესტის გამოთქმის უფლება.
მისივე თქმით, დემონსტრანტების სიკვდილის მიზეზების გამოძიება უკვე დაწყებულია. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ აქტივისტები ცრემლსადენი აირის ავზის თავში მოხვედრის შედეგად დაიღუპნენ.