ერაყის დედაქალაქში, ე.წ. მწვანე ზონასთან ახლოს „კატიუშას“ ტიპის ორი რაკეტა ჩამოვარდა. ეს სწორედ ის ზონაა, სადაც სამთავრობო და დიპლომატიური მისიების შენობებია განთავსებული. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ახლოს ჩამოვარდა.