ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის ტერიტორიაზე სამი რაკეტა ჩამოვარდა

01:40, 06.01.2020

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა სამთავრობო შენობა და დიპლომატიური კორპუსის მისიებია განთავსებული, სამი რაკეტა „კატიუშა“ ჩამოვარდა. ინფორმაციას ერაყის არმია ავრცელებს.

„რეიტერის“ ინფორმაციით, დაჭრილია ექვსი ადამიანი.

ამასთან, „ალ არაბიას“ ცნობით, დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ ქალაქში სირენები ჩაირთო.

მსგავსი