ბაღდადში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა
ბაღდადში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. შემთხვევას სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა და 100 კი დაშავდა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც „ბიბისი“ წერს, ტერაქტში „ისლამური სახელმწიფოს“ მონაწილეობაზე ეჭვი არსებობს.

ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ბაღდადის ცენტრში, ტაიარანის მოედანზე მდებარე ხალხმრავალ ბაზარში აიფეთქა. ბაღდათში მსგავსი თავდასხმა 2018 წლის იანვარში მოხდა, რასაც 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.