ბადრი ყაველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

18:35, 29.08.2026

ნიჩბოსანმა ბადრი ყაველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მერვე ადგილი დაიკავა. ფინალურ გაცურვაში მან კაიაკით 200-მეტრიანი დისტანცია 35.51 წამში დაფარა.

იყო მოლოდინი, რომ ბადრი შეჯიბრებას მედლით დაასრულებდა, რადგან მან ნახევარფინალური გაცურვა მაღალ დონეზე შეასრულა და ფინალში პირველი ადგილით შევიდა.

კანოე სპრინტისა და პარაკანოეს მსოფლიო ჩემპიონატი პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

მსგავსი