ბადრი ჯაფარიზე - ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი
ბადრი ჯაფარიზე - ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი

ეუთო აგროვებს დამატებით ინფორმაციას დარღვევების შესახებ. გუშინ იყო წინასწარი შეფასება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ეუთო-ს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე ცოტა დამკვირვებელი იყო, რამაც „ბევრად შეუწყო ხელი გაყალბებას“.

„ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა ცალსახად თქვა, რომ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ეს ხაზგასმით თქვა. ეუთო აგროვებს დამატებით ინფორმაციას დარღვევების შესახებ. გუშინ იყო წინასწარი შეფასება. მათი მხრიდან იქნება შეხვედრები მათ დამკვირვებლებთან. სამწუხაროდ, წლევანდელი არჩევნები იყო გამორჩეული იმით, რომ ჩვენ გვყავდა ძალიან ცოტა დამკვირვებელი პანდემიის გამო. ამან ჩემი აზრით, ბევრად შეუწყო ხელი გაყალბებას. რაც მთავარია, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ეუთო-ს ხელმძღვანელისგან, რომ ინფორმაციის შეგროვება გრძელდება, ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არის ქართველი ხალხის ნება, მან ეს ძალიან მკაფიოდ თქვა. იგივეს გაიმეორებს ამერიკის საელჩო, რაც თქვა ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა. ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხს წყვეტს ქართველი ხალხი. გუშინ იყო წინასწარი შეფასება. ჩვენ მივიჩნევთ ამ არჩევნებს არალეგიტუმურად, იმიტომ რომ ის არ არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. სტრატეგიული პარტნიორები, ისევე როგორც ეუთო-ს მისია აგრძელებს ინფორმაციის მოპოვებას. მათ შორის „ისფედის“ პარალელურმა დათვლამაც აჩვენა, რომ არასწორია ის ციფრი, რომელიც გამოაცხადა ცესკო-მ. რაც შეეხება შეფასებებს, დიპლომატები აკეთებენ დიპლომატიურ განცხადებებს. ჩვენ ვაკეთებთ პირდაპირ შეფასებებს, რა თქმა უნდა, ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.