ბადრი ჯაფარიძე - ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, მოქალაქეებს შევთავაზებთ მრავალპარტიულ საფუძველზე შექმნილ ჩრდილოვან მთავრობებს
ბადრი ჯაფარიძე - ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, მოქალაქეებს შევთავაზებთ მრავალპარტიულ საფუძველზე შექმნილ ჩრდილოვან მთავრობებს

ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ მრავალპარტიულ საფუძველზე შექმნილ ჩრდილოვან მთავრობებს, რათა დასრულდეს ერთპარტიული დომინაცია, „ქართული ოცნების“ ჰეგემონია სახელმწიფოს ყველა დონეზე, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ადგილობრივი მთავრობის წევრები შერჩეული იქნებიან კომპეტენციით და არა ამა თუ იმ ადამიანის მიმართ ერთგულებიდან გამომდინარე“.

„აუცილებელია მრავალპარტიულ დონეზე დაფუძნებული მთავრობების მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან იმისათვის, რომ განსხვავება ვაჩვენოთ ერთპარტიულ მმართველობასა და მრავალპარტიულ მმართველობას შორის, რომელიც დაფუძნებულია კონტროლზე. ადგილობრივი მთავრობის წევრები შერჩეული იქნებიან კომპეტენციით და არა ამა თუ იმ ადამიანის მიმართ ერთგულებიდან გამომდინარე. ახლა არის ისტორიული შანსი, მეორე ტურში კოალიციურმა მოდელებმა მხარდაჭერა მიიღონ, რაღა ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს და მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რას ნიშნავს, ეფექტური კოალიციური მართვა და რა უპირატესობა აქვს ერთპარტიულ მართვასთან შედარებით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.